ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის ცენტრში, საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში სკვერში რეაბილიტაცია ჩაუტარდა შინმოუსვლელთა მემორიალს, დამონტაჟდა გარე განათება და მოეწყო სკამები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულება 70 780 ლარს შეადგენს.
Previous: ზაქარია წიკლაური: ილია მეორემ შეძლო ის, რაც ისტორიის უდიდეს მოღვაწეებსაც კი იშვიათად გამოსდით – მან გააერთიანა ერი და ბერი არა ძალით, არამედ სიყვარულით და ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება