ახმეტაში მკვლელობა მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 19 აპრილის ღამეს, აჩიკო ჯაბანაშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.
ადგილობრივების თქმით, მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარის დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შსს-ში არკვევს.
