ახლო მომავალში -რუსეთს შორის განახლდება ტყვეთა გაცვლაზე მოლაპარაკებები

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის მითითებით, ამ დღეებში თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის პარტნიორების შუამავლობით გამართა კონსულტაციები “გაცვლის პროცესისა და ს ტყვეობიდან ჩვენი ხალხის გათავისუფლების განახლებაზე”.
კონსულტაციების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ „სტამბოლის შეთანხმებების“ გააქტიურებაზე. “ეს შეეხება 1200 უკრაინელის გათავისუფლებას”, – წერს უმეროვი სოციალურ ქსელში:
“ტექნიკური კონსულტაციები ახლო მომავალში გაიმართება. მათზე უნდა დაზუსტდეს ყველა პროცედურული და საორგანიზაციო დეტალი.
ვმუშაობთ შეუსვენებლად, რომ უკრაინელები, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ ტყვეობიდან, ახალ წელსა და საშობაო დღესასწაულებს სახლში შეხვდნენ – ოჯახურ სუფრასთან, ახლობლების გვერდით”.
გამოცემა The Kyiv Independent-ის თანახმად, 2022 წელს ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე კიევმა რუსეთის ტყვეობიდან 5800-ზე მეტი ადამიანი დააბრუნა.
ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ გაცვლის გზით რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდა 5857 ადამიანი, გაცვლის მიღმა გზებით (დეტალები არ დაუზუსტებია) – კიდევ 555. “მნიშვნელოვანია გაცვლების გაგრძელება და თითოეულ სახელთან დაკავშირებით ვითარების დაზუსტება. თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს ზელენსკიმ, რომელიც “ყველა-ყველაზე” გაცვლის მიღწევას ცდილობს, თუმცა ამ წინადადებას რუსეთი უარყოფს.
ფორუმი