ახლო აღმოსავლეთში სწრაფად განვითარებადი სიტუაციაა, NATO-ს მოკავშირეებმა უნდა იმუშაონ სიტუაციის დეესკალაციისთვის – მარკ რუტე

NATO-ს მოკავშირეებმა უნდა იმუშაონ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დეესკალაციისთვის, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
მისი თქმით, საჭირო აღარაა ესკალაცია ისეთ რეგიონში, რომელშიც ისედაც დაძაბული სიტუაციაა.
„ცხადია, რომ ეს სწრაფად განვითარებადი სიტუაციაა. ეს იყო ს მხრიდან ცალმხრივი ქმედება. ამიტომ, ვფიქრობ, ბევრი მოკავშირისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის შეერთებული შტატების ჩათვლით, იმუშაონ ამ დეესკალაციისთვის. ვიცი, რომ ისინი ამას აკეთებენ. ვფიქრობ, ახლა ეს არის მთავარი საკითხი“, – განაცხადა მარკ რუტემ.
შეგახსენებთ, რომ გამთენიისას ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა.