ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება – ისრაელის თავდასხმის შედეგად “ჰეზბოლას” 9 წევრი დაიღუპა

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ლიბანის საზღვართან ს თავდასხმის შედეგად “ჰეზბოლას” ცხრა წევრი დაიღუპა. ბოლო 24 საათში ისრაელის დაბომბვას ღაზაში 14 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გაეროს განცხადებით, ჰუმანიტარული სააგენტოები ბოლო სამი დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ დახმარების მიწოდებას ღაზას ჩრდილოეთით. ანკლავში რთული ჰუმანიტარული ვითარებაა. შტატების სახელმწიფო მდივანი რეგიონში ვიზიტს გეგმავს, ის ისრაელში ჩავა. ეს ს მეოთხე ტური იქნება ახლო აღმოსავლეთში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.
“ჩრდილოეთით ძალიან მაღალ სამხედრო მზადყოფნაში ვართ. ფოკუსირებული ვართ “ჰამასთან” ბრძოლაზე. ეს ომი რთულ მომენტში დაიწყო. ვაპირებთ შევცვალოთ ჩვენი რუტინული თავდაცვის ზომები, ვგეგმავთ საზღვრებზე მეტი ჯარისკაცის ყოლას მინიმუმ მომავალ წელს. ჩვენ მივაღწევთ ბევრად უფრო დიდ შედეგებს. რაც არ უნდა რთული იყოს ის, რაც ახლა ხდება ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსი ამაზე კიდევ ბევრს ვისაუბრებთ. ჩვენ უსაფრთხოება პრიორიტეტია, რადგან უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია,” – განაცხადა ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რათა მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი

როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ არ უსვრია ან წიხლით არ შემდგარა. დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს – ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი

უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. მას შემდეგ არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს