ახლობლების ინფორმაციით, 20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გორში, სავარაუდოდ, მეუღლემ, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ საღამოს, გორში, სავარაუდოდ, მეუღლემ, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებულის ახლობლების ინფორმაციით, პაციენტს გუშინ საღამოს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ამჟამად მკურნალობა ქირურგიული განყოფილების პალატაში უგრძელდება.
შეგახსენებთ, შემთხვევა გორში, თამარ მეფის ქუჩაზე გუშინ გვიან საღამოს მოხდა.
მეზობლების ინფორმაციით, ქალს დაზიანებები მეუღლემ მიაყენა. იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
მეზობლების ინფორმაციითვე, ცოლზე ფიზიკურად ძალადობის შემდეგ, ქმარმა – 26 წლამდე ასაკის მამაკაცმა, თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც იგი კლინიკა ,,გორმედში” გადაიყვანეს.
ახალგაზრდა ქალს სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, წყვილი ორი თვის დაქორწინებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის კ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ