“ახლა რასაც ვიტყვი, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ…” – რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

გადაცემაში “სპორტი იმედზე” ს მამამ ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს.
ჯუღელის თქმით, მისი ყურადღება ამჟამად ევროპის ჩემპიონატისკენაა მიმართული და არა სამენეჯერო საქმიანობაზე.
“ახლა რასაც ვიტყვი, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ ჩემი, როგორც მენეჯერის რანგში, პირველი სატრანსფერო ფანჯარაა, როდესაც საერთოდ არ ვფიქრობ ტრანსფერზე. ჩემი მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრებისკენაა მიმართული. მთავარია ჯგუფიდან გავიდეთ, შემდეგ კი რა თქმა უნდა, რაც წინ წავალთ, უკეთესია.
დანარჩენსა და სამომავლო ტრანსფერებს, დრო დაგვანახებს”, – განაცხადა ჯუღელმა.

ასევე დაგაინტერესებთ