“ახლა მხოლოდ საქართველოს ბედი არ დევს სასწორზე” – ზურაბიშვილმა მაკრონი თბილისში დაპატიჟა

პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს საქართველოში ეპატიჟება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს და მოუწოდებს მას, რომ დაეხმაროს კავკასიას რუსული გავლენისგან გათავისუფლებაში.
ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა La Tribune წერს.
პრაქტიკულად ჩემი არჩევის შემდეგ, 2018 წელს დამპირდა, რომ ჩამოვიდოდა. მნიშვნელოვანია, რომ მან ის საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ჩამოვიდეს.
მე მივწერე მას, რომ ველოდები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. მხოლოდ საქართველოს ბედი არ დევს სასწორზე. ეს მთელ კავკასიას ეხება, რომელიც ერთხელ და საბოლოოდ გასათავისუფლებელია საბჭოთა უღლისა და რუსული გავლენისგან”, – თქვა პრეზიდენტმა ინტერვიუში.
გამოცემა ინტერვიუს შესავალში წერს, რომ პრეზიდენტი, რომლის როლიც უფრო საპატიოა, გმობს ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონს “უცხოური გავლენის შესახებ” და ავტორიტარულ გეზს, რასაც “ქართული ოცნება” დაადგა – “მმართველი პარტია, რომელსაც ოლიგარქი უდგას სათავეში”.
ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს იმასაც, რომ რუსული კანონი სიმბოლოა იმ ანტიდასავლური გეზისა, რასაც საქართველოს ხელისუფლება დაადგა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ივანიშვილმა კი ფაქტობრივად ომი გამოუცხადა დასავლეთს თავის სიტყვაში, რომელიც მან 29 აპრილს ხელისუფლების კონტრაქციაზე წარმოთქვა.
“არავის სურს აქ კონფრონტაცია ს ფედერაციასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისა და მისი უსაფრთხოებისთვის. აქ, შავი ზღვის პირას, რომელიც ენერგეტიკული და სატრანსპორტო-სატრანზიტო ზონაა, საფრანგეთი რომ არ არის წარმოდგენილი, აბსურდია”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ამავე თემაზე:

ასევე დაგაინტერესებთ