“სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თანაქალაქელ “მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაშის წინ განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელი გუნდის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს.
ბოლო პერიოდია “ეტიჰადიდან” ესპანელის აბარგებაზე ბევრი იწერება, თუმცა პეპმა ეს ყოველივე უარყო.
“ვიცი, რომ ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული, ამიტომ კარგი სეზონი უნდა მქონდეს. არ ვაპირებ დარჩენას, როცა ვიგრძნობ, რომ კლუბს ცვლილებები სჭირდება, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ მინდა იმაზე მეტი ვიმუშავო, ვიდრე ოდესმე.
მინდა ყველა პროცესის წინა პლანზე ვიყო, უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღო სიტუაციის გამოსასწორებლად, ვეცადო ეს ფეხბურთელებთან ერთად გავაკეთო.
აქ იმიტომ არ ვარ, რომ წარსულში წარმატებული ვიყავი. მიყვარს წინ ყურება, წარმოუდგენელი წარმატებები გვქონდა. რაც შეეხება ჩემს წასვლას, ეს ბევრჯერ მითქვამს: აქ პირველად მოსვლისას სამწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და 10 წლით დარჩენა ვერც კი წარმომედგინა. ეს ჩემი მე-10 სეზონია აქ, ვამაყობ ამით”, – თქვა გვარდიოლამ.
კიდევ ერთი ვარსკვლავი “ლივერპულიდან” “რეალში” უფასოდ – კონატეს მადრიდულ გრანდში გადასვლა უნდა
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” – რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
თურქეთის ჩემპიონატს შესაძლოა, “სიტის” კიდევ ერთმა მეკარემ მიაშუროს
შერიგება ერთი პირობით – გვარდიოლა და თავისი მეუღლე კვლავ ერთად არიან
იმიჯი შეიცვალა – 54 წლის გვარდიოლამ ულვაშები დაიმშვენა
დონარუმამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა
Sky Sport: “სიტი” ზაფხულში” ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
მანუელ აკანჯი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
E-noticies: “სიტი” სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
უპატივცემულობა – დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
“თუ ამ მიზეზის გამო გაუშვეს, გვარდიოლა როგორ წაიყვანდა?” – “ნაპოლის” ყოფილმა მცველმა დონარუმაზე ისაუბრა
“ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით” – გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის “სიტიდან” გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
ხოსეპ გვარდიოლამ “სიტიში” თავის მომავალზე ისაუბრა
როდრიმ მისი აზრით “ოქროს ბურთის” ორი ფავორიტი დაასახელა
