ახლა მიხვდით, თუ როგორი დროული იყო კანონის მიღება და რა აუცილებლობაა ქართული საზოგადოების დაცვა, ამ აღვირახსნილი პროპაგანდისგან

პარტია “ხალხის ძალის” წევრი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთი სქესის მოქალაქეების ქორწინებები, თუ ქორწინება ოფიციალურად გაფორმებულია.
დეპუტატის განმარტებით, არასრულწლოვანთა დაცვის კანონი დროულად იქნება მიღებული და უზრუნველყოფს საზოგადოების დაცვას აღვირახსნილი პროპაგანდისგან. “ახლა კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ევრობიუროკრატიაზე – “და მათ ნამდვილად იცეკვეს”! არა და საიდან დაიწყო – თავისთვის არიან, რა პრობლემაა, სიყვარული სიყვარულია და სახლში ხომ არ გვივარდებიან?! ან როდის იყო ევრობიუროკრატია თავს გვახვევდა ერთსქესიანთა ქორწინებას?! ახლა მიხვდით, თუ როგორი დროული იყო კანონის მიღება და რა აუცილებლობაა ქართული საზოგადოების დაცვა, ამ აღვირახსნილი პროპაგანდისგან?!”-წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს