ზელენსკის და უკრაინული დიპლომატიის სრული ფიასკო!
ახლა მაინც მიხვდებიან ტვინგახურებული “ნამიშრები”, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეალურად აარიდა საქართველოს ომი და უბედურება!”- წერს სოციალურ ქსელში “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე და ეხმიანება ზელენსკისა და ტრამპის ხმაურიან დაპირისპირებას, რომელიც 28 თებერვალს, თეთრ სახლში მოხდა.
“როგორც ირკვევა, ზელენსკი, ამერიკელი დემოკრატების – მაკრონისა და სტარმერის კარნახით, ტრამპზე მიწოლას შეეცადა. რაც მოხდა ყველამ ნახა და მოისმინა.
უკრაინა თავიდენვე სხვის შეკვეთას ასრულებდა და მშვიდობის მისიით პრეზიდენტად შემდგარი ზელენსკიმაც, სხვისი თამაში ითამაშა. უკრაინამ 2014 წლის მინსკის ხელსეკრულებას იგნორირება გაუკეთა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ზელენსკიმ 2002 წლის მინსკის შეთანხმება არ შესრულა, ხოლო 2023 წლის სტამბულის ხელსეკრულება , მაშინდელი ბრიტანეთის პრემიე ჯონსონის და აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით უარყო!
2014 წლის მაიდნიდან დაწყებული დღემდე, უკრაინა სხვის შეკვეთილ თამაშს თამაშობს, შედეგად კი ასეულობით ათასი დაღუპული და დანგრეული ქვეყან მიიღეს.
ახლა ზელენსკის, ბრიტანეთის და საფრანგეთის იმედი რჩება, რაც აშშ-ის გარეშე სუსტ შესაძლებლობას წარმოადგენს. რას შეჰპირდებიან ევროპელები ლონდონში შეხვედრისას, ამ დღეებში გაირკვევა.
ბოლო მომაცემებით, ზელენსკის გადადგომა იგეგმება და მის ნაცვლად პრეზიდენტად გენშტაბის ყოფილ უფროს ზალუჟნის დააყენებენ. ზელენსკის თავშესაფარს ბრიტანეთში ან საფრანგეთში შესთავაზებენ.
არსებულ ვითარებაში, ყველაზე ცუდი სცენარი იკვეთება, უკრაინამ შესაძლოა თავისი არსებობა შეწყვიტოს. დასავლეთ უკრაინის გადანაწილებისთვის მზად არიან, პოლონეთი, უნგრეთი , სლოვაკეთი და რუმინეთი. აღმოსავლეთ უკრაინა ისედაც უკვე რუსეთის ხელშია. ცენრალური უკრაინა კიევით და სამხრეთით ოდესა, რუსეთ ამერიკის მოლაპარაკების საგანი გახდება.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ტრამპს გრანდიოზული გეგმები აქვს და ამისთვის მას რუსეთის გადმობირება სჭირდება. მან კარგად იცის, რომ რუსეთ – ჩინეთის ტანდემი წარმოადგენს აშშ-ისთვის რეალურ საფრთხეს.
ტრამპი ამას პირველი პრეზიდენტობის დროს, ვენესუელასთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, მაგრამ ვერაფერი შეძლო. ახლა კი ყველანაირად ეცდება ეს კავშირი შესაუსტოს და რუსეთთან შეთანხმდეს.
ამჟამინდელ მსოფლიოში გარიგებას ენიჭება პრიორიტეტი და პუტინმა უკვე შეუთვალა ტრამპს, რომ იშვიათი მეტალები და მსგავსი წიაღისული ყველაზე მეტი აქვს და მზად არის ამერიკელი ინვესტორები შეიყვანოს ამ საქმეში. ასე რომ უკრაინის გადანაწილება სავსებით რეალური გახდა.
უკრაინაში 15 წელი ვიცხოვრე ოჯახთან ერთად, ჩემი შვილები იქ გაიზარდნენ და განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს უკრაინელების მიმართ! ადამიანურად გული მწყდება, ერთ დროს მდიდარი უკრაინა, რომელიც რუსეთს უსწრებდა ეკონომიკური მაჩვენებლებით, მოთამაშე ლიდერებმა ასეთ დღეში ჩააგდეს.
ერთი მომენტი მახსენდება, 2014 წლის გაზაფხულს, კიევში შეხვედრა მქონდა, მაიდნნის გამრჯვებით შეგულიანებულ უკრაინელ ნაციონალისტებთან. მე მათ ავუხსენი რაც მოხდებოდა: “ახლა უკრაინა მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს, ფედერალურ სისტემას არ ქმნის და რუსულენოვან უმრავლესობას არ ითვალისწინებს.
ამის გამო კიევი,უკრაინის აღმოსავლეთით მოსახლეობას ბომბავს და დონბასში ომი დაიწყო, ყირიმი კი რუსეთს უერთდება.
თქვენ დასავლეთის მხარდაჭერით დაპირისპირებას აღრმავებთ საკუთარ ქვეყანაში, საბოლოოდ რუსეთს საბაბი მიეცემა, რომ საომარი მოქმედებები დაიწყოს.
დაიღვრება დიდი სისხლი, დაინგრევა ქალაქები, მოიშლება სახელმწიფო. შემდეგ კი რუსეთი და დასავლეთი გარიგდებიან, თქვენ კი სისხლდაცლილი და დანგრეული იმ წერტილს დაუბრუნდებით საიდანაც დაიწყეთ.
შედეგად რა დარჩება უკრაინიდან, როცა პოლონეთი, უნგრეთი და რუმინეთი თავის ტერიტორიებს წაიღებს? არ ითამაშოთ სხვისი თამაში, ჩვენ სააკაშვილის მაიმუნობით ბევრი დავკარგეთ და კარგად ვიცი რაც არის დასავლეთის შეპირებები.
არ დაუშვათ შეცდომები და საკუთარ სამშობლოს გაუფრთხილდით”. ეს ჩემი ნათქვამი არ მოეწონათ. ჩვენ “მოსკალები” ვერას დაგვაკლებენ, უკრაინას გავწმენდთ რუსებისგან და ერთ მუშტად შევკრავთ ” Запад нам поможет”, ასე მიპასუხეს.
ამ ადამიანებისგან ბევრი დაიღუპა, ვინც დარჩა სულ სხვა აზრზე არიან და ზელენსკიმ დაგვღუპაო გაიძახიან!
Я дуже кохаю Україну, Боже спаси україну. ვწუხვარ, რომ უკრაინაში ყველაფერი ასე ტრაგიკულად ვითარდება!”- წერს ლევან მამალაძე.
