“ახლა მაინც არ ამოიღებს ხმას საქართველოს რუსული მთავრობა?” –

ყოფილი პარლამენტარი, ;
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, პესკოვმა განაცხადა, რომ არ აპირებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და არ გადაუხდის 2008 წლის აგვისტოს ომში დაზარალებულ 29 ათას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ფინანსურ კომპენსაციას. ახლა მაინც არ ამოიღებს ხმას საქართველოს რუსული მთავრობა? ამიტომ ვამბობდი დღეს, რომ ეს ვალდებულება რუსეთის გაყინული 300 მილიარდიანი აქტივებიდან უნდა იქნას ანაზღაურებული, რომელსაც ყოველწლიურად 10 მილიარდამდე საპროცენტო შემოსავალი მოაქვს და რომლის გამოყენება არ არის აკრძალული დასავლეთის სახელმწიფოების მიერ. ეს ფული უკრაინის სასარგებლოდ გამოიყენება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)