“ახლა ვნახოთ, თავად ვის ჭირისუფლობს ” – ლაშა ბერულავა

ყველას მოგვისმენია, როგორ აპელირებს ხოლმე თბილისის მერი “ქართულ, ტრადიციულ ღირებულებებზე”. სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით არ უპასუხა დიდი ხნის მეგობარს ანდრეი შევჩენკოს, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის ფეხბურთელად მის ჩამოყალიბებასა და აღზევებაში – ახლა ის ჭირისუფალია და და ჩემი ღირებულებები არ მაძლევს უფლებას, ვუპასუხოო (ანდრეი შევჩენკომ პირდაპირ განაცხადა, სთან კონტაქტი არ მაქვს, ის ჩემთვის არ არსებობსო).
ახლა ვნახოთ, თავად ვის ჭირისუფლობს კახა კალაძე: ხარებას და მის სპეცრაზმელებს, რომლებიც ქუჩაში მისი შვილების ტოლა ბავშვებს სცემენ, ასფალტზე ახოხიალებენ და ებილწსიტყვავებიან, პოლიციელს, რომელიც ქალს ფარულად აფურთხებს, ხოლო როცა სილას მიიღებს საპასუხოდ, ჩვენებას აძლევს, რომ სილის შემდეგ ლოყა გაუწითლდა და ყური ტკიოდა საშინლად,
კალაძეც და მისი მხარდამჭერებიც სწორედ ამ პოლიციელს ემხრობიან და არა “არესტანტ” ქალს, რომელიც სწორედ მათივე საზომ-სასწორით იმსახურებს პატივისცემას, როცა ამბობს, რომ ვინც შემაფურთხა, იმას თუ ბოდიში მოვუხადე, მერე რაღა აზრი აქვს, საპყრობილეში დავრჩები თუ გარეთ ვიქნებიო…

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი