„ახლა არის დრო, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველ ხალხთან დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში“ – ბენ კარდინი

„ახლა არის დრო, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველ ხალხთან დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში“ – ბენ კარდინი
-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინმა დაგმო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა შაბათს გამართული საკამათო საპრეზიდენტო ს შემდეგ, რომელიც პარლამენტმა ჩაატარა და ფართოდ გააკრიტიკა ქართულმა საზოგადოებამ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა, – ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.
„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ბუნება საკუთარ მედროშედ ცნობილი ანტიამერიკული პროვოკატორის, ს შერჩევით. ბ-ნი ყაველაშვილი ცენტრალური ფიგურაა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში, მათ შორის მისი რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის თანაავტორობაში“, – აღნიშნა ბენ კარდინმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე.
„როდესაც ქართველი ხალხი შაბათს მასობრივად შეიკრიბა ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვანები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან“, – აღნიშნა სენატორმა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა უზრუნველყოს მათი ანგარიშვალდებულება, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობრივი რეპრესიების ორგანიზებაში.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობრივი რეპრესიების ორკესტრირებაზე, მათ შორის გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესებით. ახლა არის დრო, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველ ხალხთან დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში“, – განაცხადა სენატორმა.