ახლა არავითარი აზრი არ აქვს იმის განხილვას, თუ რა შეთანხმება შეიძლება დადებულიყო რუსეთსა და უკრაინას შორის იმ მოლაპარაკებაში, რომელშიც რუსეთი აშკარად ბლეფობდა – რომან გოცირიძე არახამიას განცხადებაზე

დავით არახამიას განცხადება თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა.
რომან გოცირიძის განცხადებით, ახლა არავითარი აზრი არ აქვს იმის განხილვას, თუ რა შეთანხმება შეიძლება დადებულიყო რუსეთსა და ს შორის მოლაპარაკებაში:
“ახლა არავითარი აზრი არ აქვს იმის განხილვას, თუ რა შეთანხმება შეიძლება დადებულიყო რუსეთსა და უკრაინას შორის იმ მოლაპარაკებაში, რომელშიც აშკარად ბლეფობდა. როგორც რუსეთი აკეთებს დღეს განმარტებას ამ შეთანხმების შინაარსისა, რომელიც არც კი გაფორმებულა, ზუსტად ამ შინაარსით სპეკულირებს დღეს “ქართული ოცნება”,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე .
”გირჩის” თავმჯდომარე ს განცხადებით კი, ამ საკითხის შესაფასებლად, საჭიროა გარკვეული დრო გავიდეს:
“ჩემი აზრით, რაღაც დრო უნდა გავიდეს იმისთვის, რომ შევაფასოთ, რომელი მეთოდი სჯობდა. ის, რომ უკრაინას გამოეცხადებინა ნეიტრალიტეტი და შეეწყვიტა სვლა დასავლეთისკენ, თუ ის, რომ საერთოდ ხმა არ ამოეღო ამ პროცესში და ყველაფერზე თანხმობა გამოეცხადებინა. მე არ ვარ დარწმუნებულ, რომ იმ დროს ხელი უნდა მოეწერათ იმაზე, რომ უკრაინა არასოდეს იმოძრავებდა დასავლეთისკენ. სწორი იყო თუ არასწორი – ამას გარკვეული დროის გასვლა გვაჩვენებს,”- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
არახამიას განცხადებით, რუსეთი, ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და ნატოში შესვლაზე უარის თქმას ითხოვდა. კითხვაზე, რატომ არ დათანხმდა უკრაინა ამ პუნქტს, არახამიამ თქვა, რომ რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობდა.
არახამიამ ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტიც გაიხსენა და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რჩევა იყო, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ომი უნდა გაგრძელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ