ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, სავალდებულო კარანტინიდან გამოსვლისთანავე, რომელშიც იმყოფებოდა კოლონიაში მიყვანის შემდეგ, გადაიყვანეს იამალის გამოსასწორებელი კოლონიის სადამსჯელო საკანში.
ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მისი სოციალური ქსელების მეშვეობით.
ამჯერად მიზეზი გახდა ნავალნის უარი, წესების დაცვით წარედგინა თავი კოლონიის თანამშრომლისთვის, ნათქვამია პოლიტიკოსის შეტყობინებაში. “მსჯავრდებული ნავალნი… აღმზრდელობით მუშაობაზე არ ექვემდებარება, სათანადო დასკვნები არ გამოაქვს თავისთვის “, – მოჰყავს მას ამონარიდი ადმინისტრაციის დოკუმენტიდან.
ნავალნი სადამსჯელო საკანში შვიდ დღე-ღამეს დაჰყოფს. ის იზოლატორში 24-ედ გაუშვეს. სადამსჯელო საკანში ყოფნის პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა. პატიმრებს არ აქვთ უფლება, ამანათები მიიღონ გარედან, არ აქვთ სეირნობის უფლება და მათ არ აძლევენ საწოლის თეთრეულს.