2027 წლიდან უცხოელ ტურისტებს ახალი ზელანდიის ოთხი ყველაზე პოპულარული ბუნების ღირსშესანიშნაობის მოსანახულებლად გადასახადის გადახდა მოუწევთ.
საფასური 20-დან 40 ახალ ზელანდიურ დოლარამდე (დაახლოებით 10–20 ევრო) იქნება.
თავდაპირველად, შესასვლელი საფასურით დაწესდება საკათედრო ყურეში (Te Whanganui-a-Hei), ტონგარიროს უღელტეხილზე, მილფორდ საუნდსა და აორაკი/მაუნტ კუკში – იმ ადგილებში, რომლებსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ უცხოელი ვიზიტორები. ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებზე წვდომა ახალი ზელანდიის მოქალაქეებისთვის უფასო დარჩება.
ახალი ზელანდიის ბუნების დაცვის მინისტრის თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი პროგრამების მხარდაჭერას და მდგრადი ტურიზმის სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დაგეგმილია, რომ მოსაკრებლები ყოველწლიურად 62 მილიონ ახალზელანდიურ დოლარამდე (დაახლოებით 32 მილიონი ევრო) შეგროვდება, რომელიც მთლიანად ამ ტერიტორიების განვითარებასა და დაცვას მოხმარდება.
