ახალ გუდაურში გონდოლამდე მისასვლელი გზის აღდგენა იგეგმება

ახალ გუდაურში გონდოლამდე მისასვლელი გზის აღდგენა იგეგმება, – ამის შესახებ ირკვევა მთავრობის განკარგულებიდან.
დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ღირებულება 860 596 ლარია. ფინანსთა სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული თანხის გამოყოფა დაევალა.
„მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრიდან ახალ გუდაურში გონდოლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია-მშენებლობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დუშეთის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 860 596 ლარი“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
bpn.ge