ახალი წლის ღამეს პეტერბურგში დააკავეს სამ ათასამდე მიგრანტი

ახალი წლის ღამეს სანკტ-პეტრბურგში მოეწყო რეიდი მიგრანტებზე – როგორც გამოცემა “ფონტანკა” იუწყება, პოლიციის განყოფილებებში მიიყვანეს სამ ათასამდე პირი. მათგან დაახლოებით 600 ადამიანს შემოწმების შემდეგ დოკუმენტებში აღმოაჩნდა საემიგრაციო კანონების დარღვევა, ასობით პირი შესაძლოა ქვეყნიდან დეპორტაციას დაექვემდებაროს.
პეტერბურგის ცენტრი ახალი წლის საღამოს და ღამეს დახურული იყო მასობრივი სეირნობისთვის. ქალაქში გადაიდო სადღესასწაულო ღონისძიებები, 31 დეკემბერს ბელოგოროდზე თავდასხმისას დაღუპული 25 ადამიანის ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად.
გამოცემა Sota იუწყება ანალოგიურ რეიდზე მოსკოვშიც, დაკავებულთა რიცხვი დაკონკრეტებული არ არის. წითელი მოედანი 1 იანვრის ღამეს დახურული იყო მოქალაქეებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ