ახალი ქალი პრეზიდენტი – ვის ამზადებს პუტინი საკუთარ მემკვიდრედ?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია.

აგრესორი პრეზიდენტი თავისი მემკვიდრის დასანიშნად ემზადება, აღნიშნულის შესახებ პუტინის გარემოცვაში მყოფი ერთ-ერთი პირი ტელეგრამზე წერს.

“ამ შაბათ-კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ახლო გარემოცვიდან განიხილა ხელისუფლებიდან ეტაპობრივი წასვლის კონცეფცია და რეჟიმის ხელმძღვანელობის ცვლილების უწყვეტობის უზრუნველყოფის გზები.” – წერს აღნიშნული პიროვნება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ბოლო დროს ჩატარებული ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ რუსებს სახელმწიფოს სათავეში ქალი ლიდერი სურთ.

“პუტინი, სავარაუდოდ, თავის ერთ-ერთ ქალიშვილს, ეკატერინა ტიხონოვას, პარტიის ხელმძღვანელის ადგილის დასაკავებლად ამზადებს. ის მიიღებს თანამდებობას და თავად დიქტატორი ვითარებას განერიდება ისე, რომ თითქოს ხელისუფლებას ჩამოშორდა, თუმცა რეალური ძალაუფლება, ჯანმრთელობის გაუარესებამდე, მის ხელში იქნება.” – წერს ანონიმური წყარო.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან