“ახალი სკანდალის აგორების ფუჭი მცდელობაა და ფუჭ მცდელობად დარჩება” – ცაგარეიშვილი პარტიების დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ ოპოზიციის განცხადებებზე

ქვეყანაში პარტიების დაფინანსების წესი იცვლება. პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ – ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც დღეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება.
ცვლილება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ოპოზიცია, ამ თემაზე, ახალი სკანდალის აგორებას ცდილობს, თუმცა ეს ფუჭ მცდელობად დარჩება.
“ახალა იქნება პირველი ტესტი, როგორ უნდა ოპოზიციას ჩაერთოს ახალი ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ჩვენ სწორედ ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ვფიქრობ, ახალი სკანდალის აგორების ფუჭი მცდელობაა და ფუჭ მცდელობად დარჩება”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან