ახალი კოალიცია პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ძალით ცდილობს… ბნელი დრო პოლონეთში – პოლონეთის სეიმის წევრი

პოლონეთის სეიმის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ კადრებს, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული დაპირისპირებაა ასახული. დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ ახალი მმართველი კოალიცია, რომელსაც დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს, ცდილობს ძალის გამოყენებით ხელში ჩაიგდოს ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ცნობისთვის: პოლონეთის კულტურის ახალმა მინისტრმა თანამდებობებიდან გაათავისუფლა პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევზიის, რადიოს და პრესის სააგენტოს ხელმძღვანელები, ასევე დაითხოვა სამეურვეო საბჭოს წევრები. მათ ნაცვლად თანამდებობებზე მინისტრმა ახალი კადრები დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ტოპ ტვინი“ ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. მაგრამ ამასობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა ზრდა, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა