„ახალი“, „ევროპული საქართველო” და „ლელო“ „ქართულ ქარტიას“ უერთდებიან

„ახალი“, „ევროპული საქართველო” და „ლელო“ „ქართულ ქარტიას“ უერთდებიან.
„ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტ ს სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას“ შეუერთდება.
მისივე თქმით, დადებითად აფასებს მთავარ გზავნილს, სულისკვეთებას, ყველა საკვანძო გზავნილს.
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ლელო“ უერთდება პრეზიდენტ ს სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას“. აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას” პარტია „ახალიც” მოაწერს ხელს. ამის შესახებ მედიასთან პარტიის ლიდერმა, მ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელსაც „ქართული ქარტია“ ჰქვია და პოლიტიკურ პარტიებს მასზე შეჯერებას სთავაზობს.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განუცხადა, რომ საბოლოო კონსულტაციებს გაივლის, თუმცა მიესალმება ერთიანობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაერთიანდეს, რომ დიდი აღმშენებლობა დაიწყოს.