მესტიის მუნიციპალიტეტში ტურისტ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს სავარაუდოდ ორი პირი დაესხა თავს, რომლებსაც სამართალდამცველები ეძებენ.
დაზარალებული ქალი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, ხოლო მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ყაჩაღობას გულისხმობს.