ახალი დეტალები კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინასთან დაკავშირებით – ადვოკატ გიორგი სუხიტაშვილის თქმით, საცხოვრებელს ახალი მფლობელი უკვე 6 წელია ჰყავს

კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინასთან დაკავშირებით, საიდანაც გუშინ გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ საცხოვრებელს ახალი მფლობელი უკვე 6 წელია ჰყავს და ის საჯარო აუქციონზე, თავისი დაცვის ქვეშ მყოფმა, დარეჯან დვალმა შეიძინა.
უფლებადამცველის თქმით, დვალმა გადაიხადა წინა მესაკუთრის, მარინე ხატიაშვილის მიერ კერძო იპოთეკარისგან ნასესხები თანხაც.
“იმის გამო, რომ ბინის ყოფილი პატრონი ყოველგვარ მოლაპარაკებაზე სასტიკ უარს გვიცხადებდა, მივმართეთ სასამართლოს მისი გამოსახლებისა და კანონიერი მესაკუთრისთვის სახლის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.” – წერს ადვოკატი და ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ არაერთ ყალბ ინფორმაციაზე საუბრობს.
საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების მიმდინარეობის დროს, გუშინ პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. მათი ნაწილის სასამართლო პროცესი დღეს შედგება.
ამავე დროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოსახლების დროს სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე გამოირჩევა ქვეყნის და ეკლესიის მტრობით, როგორ შეიძლება ის აირჩიო ქართველი ხალხისთვის სპიკერად, რაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გააკეთა – როცა თანამშრომლობ კობახიძესთან, ნიშნავს, რომ იზიარებ რადიკალიზმს და იღებ მის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას

საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში

ევროკომისიის პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა, რაც “ქართული ოცნების”გუნდის პრაგმატული და მოქალაქის ინტერესებზე მორგებული მმართველობითი მოდელის ეფექტურობის დადასტურებაა