ახალი არჩევნებისა და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლების მოთხოვნებთან მიერთება 1 055 კომპანიას სურს

დღეს, დილის 10 საათის მონაცემებით, Freebusiness.ge-ზე განაცხადი 1055-მა კომპანიამ გამოგზავნა, – ამის შესახებ Freebusiness.ge-ის იდეის ავტორი, გიორგი ჩუგოშვილი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუშინდელი მონაცემებით, პლატფორმაზე 464 კომპანიაა ვერიფიცირებული.
Freebusiness.ge ეს არის პლატფორმა, სადაც არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესები აფიქსირებენ თავის პოზიციას და უერთდებიან ორ ძირითად მოთხოვნას: ახალი ს დანიშვნას და საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა ახალ წლამდე გათავისუფლებას.
პლატფორმის დამფუძნებლის ცნობით, განცხადებების მიღების პარალელურად მუშაობა მიდის პროდუქტის განვითარებაზე. პლატფორმას გუშინ ვიზიტორების ანალიტიკა დაემატა და ხუთშაბათს, 13:00 საათზე, იმ კომპანიების ჩამონათვალი დაემატება, რომლებსაც განაცხადი არ გაუკეთებიათ. თუმცა, ჩუგოშვილი დასძენს, რომ მათთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული იმ განცხადებების დაწევა და დაკმაყოფილებაა, რომლებსაც ვერიფიკაციის გავლა უნდათ.
„დღე, დილის 10 საათის მონაცემებით, რეგისტრირებული განაცხადი გამოგზავნა 1055-მა კომპანიამ, აქედან 464 გუშინდელი საღამოს მდგომარეობით არის ვერიფიცირებული. დანარჩენები დღეს გაივლიან ვერიფიკაციას. გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა და აპლიკაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად მეტია, რესურსი იმდენად მობილიზებული არ იყო. დღეს დავამატებთ ადამიანურ რესურსს და უფრო სწრაფად წავა ვერიფიკაციის პროცესი.დღეს, ძირითადი პროცესი ვერიფიკაციის ბოლომდე მართვა და განაცხადების ტემპს დაწევა იქნება, ხოლო ხვალ და ზეგ მონაცემების გადამუშავება. რადგან კომპანიები, რომლებიც ჩვენ გვიერთდებიან, საინტერესოა რა ზომის არიან, რამდენ ადამიანს ასაქმებენ, რა მოცულობის ეკონომიკას წარმოადგენენ და ა.შ. რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა ძალა აქვთ და რამდენი პროცენტის ხმა ფიქსირდება.
გარდა ამისა, გუშინდელი მონაცემებით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამათუ იმ კომპანიის პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს, მათი რიცხვი 4500-ია და სტატისტიკა განახლებადია. ამ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, ხუთშაბათს 13:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, პლატფორმას გუშინ დაემატა ახალი ფუნქცია, რომელიც იმ ადამიანების რაოდენობას ითვლის, ვინც პლატფორმაზე შედის. გუშინდელი მონაცემებით, ყოველდღიურად Freebusiness.ge-ზე დაახლოებით 600000 ადამიანი შემოდის, მონაცემებს ნახულობს ან ახალ განაცხადს აკეთებს“, – აცხადებს ჩუგოშვილი.