“ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე?” – ღარიბაშვილი

“პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შიდა ქარ­თლის მხა­რის ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან და პარ­ტი­ულ აქ­ტივ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი აქ­ცი­ის უკან იდგა ის ცნო­ბი­ლი აგ­რე­სი­უ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ის ხში­რად გა­მო­ხა­ტავ­და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის მი­მართ, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ.

“გამჭვირ­ვა­ლო­ბას ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო დე­მოკ­რა­ტი­ას­თან და ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან. კი­თხვა მინ­და დავ­სვა, არის თუ არა მო­სა­წო­ნი როცა ეს ცნო­ბი­ლი დიდი „ენ­ჯე­ო­ე­ბი“ იღე­ბენ და­ფი­ნან­სე­ბას უცხო­ე­თი­დან? ამის თა­ო­ბა­ზე მე რო­დე­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვი­ყა­ვი ღიად ვე­სა­უბ­რე­ბო­დი ჩვენს პარტნი­ო­რებ­სა და მე­გობ­რებს. მე ღიად გა­მოვ­ხა­ტავ­დი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. მე არა­ერ­თხელ მით­ქვამს მათ­თვის პირ­და­პირ, არ მომ­წონს, არ მოგ­ვწონს ჩვენ, რომ თქვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ფონ­დე­ბი აფი­ნან­სე­ბენ ამ რა­დი­კა­ლუ­რი დღის წეს­რი­გის მქო­ნე არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს. ცუდ საქ­მეს აკე­თებ­დნენ და აკე­თე­ბენ. ჩემი პო­ზი­ცია იყო და არის შემ­დე­გი, რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვენ­თვის, როცა ეს ფული მი­ე­მარ­თე­ბო­და ან მი­ე­მარ­თე­ბა დესტრუქ­ცი­უ­ლი, ანარ­ქის­ტუ­ლი და ექ­სტრე­მის­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის, როცა ეს ფული მი­ე­მარ­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის, ძა­ლი­ან ბევ­რი აქ­ცი­ის უკან იდგა ის ცნო­ბი­ლი აგ­რე­სი­უ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, იგი­ვე „სირ­ცხვი­ლია“ და სხვა, რომ­ლე­ბიც იღებ­დნენ და­ფი­ნან­სე­ბას უცხო­ე­თი­დან და ამ ფულს იყე­ნებ­დნენ მთავ­რო­ბის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მოჰ­ქონ­დათ შფოთ­ვა, არე­უ­ლო­ბა და ქა­ო­სი; ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. თუ ეს ფული ხმარ­დე­ბა კე­თილ საქ­მე­ებს და ამის მა­გა­ლი­თე­ბი არ­სე­ბობს და რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც შშმ პი­რე­ბის უფ­ლე­ბებს იცა­ვენ, მე მათ­ზე სა­უ­ბა­რი არ მაქვს.

მაგ­რამ შე­ნიღ­ბუ­ლე­ბი რომ არი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად დე ფაქ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­ტე­ლი­ტე­ბი, რა თქმა უნდა, მათი საქ­მი­ა­ნო­ბა არ არის გამჭვირ­ვა­ლე. ისი­ნი ახ­დე­ნენ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის, ეს არის პრობ­ლე­მა და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას აზი­ა­ნე­ბენ. დღეს ქვე­ყა­ნა­ში არის დე­მოკ­რა­ტია, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს აქვს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, რომ გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი აზრი, პრო­ტეს­ტი და მთავ­რო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბას იცავს და და­ი­ცავს მო­მა­ვალ­შიც. თუ ვინ­მემ, რო­მე­ლი­მე მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ მო­ი­ტა­ნა მარ­თლაც ხელ­შე­სა­ხე­ბი ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე პროგ­რე­სი და შე­დე­გი ვინ არის ეს ძალა? – ეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. ახალ­გაზ­რდებს მინ­და მივ­მარ­თო, არ გახ­სოვთ რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო 2012 წლამ­დე ქვე­ყა­ნა­ში? მარ­ტო ელი­ტა მოგ­ზა­უ­რობ­და ევ­რო­პა­ში. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვენს ევ­რო­პულ კო­ლე­გებ­თან დი­ა­ლო­გი. ეს უნდა იყოს ცო­ცხა­ლი პრო­ცე­სი, რომ არას­წო­რი აღ­ქმე­ბი და გან­ცდე­ბი არ დარ­ჩეს“, – აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი