ახალგაზრდებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია 19 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსეს

ახალგაზრდების განცხადებით, რომლებიც რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, 19 აპრილს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბებიან.
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.
მსვლელობისას სტუდენტები სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”.
შეკრებილები ფიქრობენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შესახებ ცნობადობა უნდა გაიზარდოს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ის.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა “დაფიონია”.

ასევე დაგაინტერესებთ