ახალგაზრდები, რომლებიც თსუ-ს მეორე კორპუსთან აქციას მართავდნენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით მივიდნენ

ახალგაზრდები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან აქციას მართავდნენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით მივიდნენ.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობისას ჭავჭავაძის გამზირი ცალმხრივად გადაკეტეს.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ სურთ ილიას უნივერსიტეტში მყოფ სტუდენტებთან ერთად გაიარონ სამომავლო გეგემები და პროტესტის ფორმები.
მანამდე სტუდენტები ჯერ თსუ-ს პირველ კორპუსში ითხოვდნენ შესვლას, შემდეგ მეორე კორპუსში, თუმცა ორივეგან სამართალდამცავების კორდონი დახვდათ და შენობაში არ შეუშვეს.
ამასთან, ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ ხვალ, 11:00 საათზე, სთან აქციაზე მივლენ, რადგან, როგორც მათ განაცხადეს, ცესკო საბოლოო ოქმს აჯამებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ