ახალგაზრდა ქალი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია და შიგნით შევიდა, 2 600 ლარით დააჯარიმეს

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია, სასამართლომ ადმინისტრაციულ სმართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 600 ლარი დააკისრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა, აღნიშნული პირის სასამართლო პროცესი ისე ჩატარდა, რომ სასამართლოს ამის შესახებ არ შეუტყობინებია.
შეგახსენებთ, მანამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადვოკატმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მასზე არც დაკავების მომენტში და არც შემდეგ, სამართალდამცავებს არ უძალადიათ. უფლებადამცველის თქმითვე, მას პოლიციელები ტელეფონით უღებდნენ და თან კითხვებს უსვამდნენ, შემდეგ კი, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ