აჭარის ტელევიზიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები- აჭარის ტელევიზიასთან ნიღბიანები დაგვახვედრეს, სირცხვილი ხელისუფლებას

აჭარის ტელევიზიასთან ნიღბიანები დაგვახვედრეს, სირცხვილი ხელისუფლებას, – ეს განცხადება ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან გააკეთეს, რომლებიც მაუწყებელს პირდაპირ ეთერს სთხოვენ.
“ველოდებით პირდაპირ ეთერს, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა”, – აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მანამდე ს მერიის შენობასთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ქვეყანაში „რუსულ რეჟიმს“ აპროტესტებენ.
ცნობისთვის, მოქალაქეების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ პარტიებს ღია ეთერს დათანხმდა.