,,აჭარის საზმაუმ ეთერში შეუშვა კადრი, უცბად ისმის ხმა, ამ გოგომ არ იცის რომ მისი ხმა ეთერშიც ისმის”

აჭარის ტელევიზიის წამყვანმა ქეთი ბოლქვაძემ, პირდაპირ ეთერში ტყუილი თქვა.
ის გადაცემაში “ბათუმელების“ დამფუძნებლის ეთერ თურაძის სტუმრობისას ამბობდა, რომ, თითქოს, თურაძე სტუდიაში შეიჭრა და მას გადაცემის წაყვანაში ხელი შეუშალა.
“ბათუმელების” რედაქტორი, ეთერ თურაძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიაში სტუმრად მიიწვიეს, შემდეგ კი პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
მისი თქმით, ის სტუდიაში იმყოფებოდა, როდესაც ეთერი დაასრულეს და წამყვანი სტუდიიდან გავიდა, შემდეგ მობრუნდა, გადაცემა უნდა დაწყებულიყო, თუმცა პოლიცია შევარდა და ის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
პირველად მქონდა პრაქტიკა, როცა ოთხმა პოლიციელმა ხელი მომკიდა და ძალის გამოყენებით გამომიყვანეს. წამყვანიც გაოცებული იყურებოდა. დღეს ჩემი თვალით დავინახე და ჩემი კანით ვიგრძენი, რომ ამ ტელევიზიაში სტუდიას თიშავს პოლიცია. არ მომბეზრდება იმის თქმა და გაფრთხილება, რომ ესენი არიან საშიშები. მე არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან წასვლას. ძალიან გინდათ, რომ წავიდე და დაიხუროს ბათუმელები და ნეტგაზეთი, მაგრამ არ დაიხურება“, – განაცხადა ეთერ თურაძემ.
სალომე ჩიკვილაძე ვიდეოს ავრცელებს და წერს:
,,ცოტა ხნის წინ აჭარის საზმაუს წამყვანმა ეთერში შესულ ეთერ თურაძეზე, ლიკა ზაკაშვილზე და ნესტან ცეცხლაძეზე თქვა, როგორც ჩანს ჩვენთვის შეურაცხყოფის მოსაყენებლად უნდოდათ ეთერის დათმობაო.
ეთერ თურაძეს უთხრა საინფორმაციოს დროს სტუდიაში რომ “შემოიჭერით”, ხელის მიშლიდით საქმიანობაშიო, მართალია არაფერი გისაუბრიათ, მაგრამ მაინცო.
ამ ვიდეოში ნახავთ, უფრო სწორად მოისმენთ რა იყო მანამდე, სანამ პირდაპირ ეთერს დაუთმობდნენ კრიტიკული მედიების წარმომადგენლებს.
აჭარის საზმაუმ ეთერში შეუშვა კადრი, უცბად ისმის ხმა, ამ გოგომ არ იცის რომ მისი ხმა ეთერშიც ისმის”