აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. მან გრიგოლ ბესელია შეცვალა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ბუხრაშვილი მანამდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
“ტვ პირველი” 2021 წელს წერდა, რომ გიორგი ბუხრაშვილი, იმჟამად ნაძალადევის პოლიციის უფროსი, მონაწილეობდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ს დაკავებაში. მათივე ცნობით, გიორგი ბუხრაშვილი უწყებაში ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროიდან მუშაობს.
-ს პრესცენტრში ამბობენ, რომ ცვლილების საფუძველი როტაციაა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად”, – განუცხადეს შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა