აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბოიკოტის რეჟიმში გადადიან

აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. მათ ერთობლივი ბრიფინგი, პარტიის ოფისში გამართეს და განაცხადეს, რომ საკრებულოებთან ყოველგვარ თანამშრომლობას წყვეტენ.
დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნება” ს ხელმძღვანელობით არის “რუსული რეჟიმი”.
“პირველ რიგში, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პატრიოტ და მებრძოლ ახალგაზრდებს, რომლებმაც აქტიურ ფაზაში შეიყვანეს ევროპისკენ სვლა.
რეგიონში ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში ყოველდღიურად და გვაჩვენებენ გმირობის მაგალითს.
გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქციებზე დაკავებულ, უმოწყალოდ ნაცემ, დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც თავს ესხმის ხელისუფლება.
ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მიიღო რუსული კანონი, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვწყვეტთ საკრებულოებში ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან.
მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ერთად შევუერთდეთ ახალ ეროვნულ მოძრაობას და ხალხთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში მოქალაქეები ყოველდღიურად აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს, დღეს ყველა ჩვენთაგანის ადგილი არის ამ ადამიანების გვერდით, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
ძალა ერთობაშია”, – აცხადებენ დეპუტატები.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია