აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. ისმის შეძახილები: “არა რუსულ რეჟიმს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მოლოდინი არ გამართლდა და მოქალაქეები პროტესტს ევროპული მომავლისთვის აგრძელებენ.
“42-ე დღეა აქ ვიმყოფებით, ექიმები ხალხის გვერდით ვართ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი, რომ დროულად გაათავისუფლონ რეჟიმის პატიმრები და დროულად დაინიშნოს ხელახალი სამართლიანი , შეცვლილი ს ადმინისტრაციით. მიუხედავად არალეგიტიმური მთავრობის მოლოდინისა, რომ დავიღლებოდით და დავიშლებოდით, ყველა პარტიის აქტივისტების გაერთიანება მოხდა და ჩამოყალიბდა ერთი დიდი პარტია, რასაც ჰქვია ქართველი ხალხი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება იმ გზას, რასაც ევროპული მომავალი ჰქვია”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მზია ქედელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ