აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და „საქართველო გათავისუფლდება რუსული მარწუხებისგან”.
მათივე თქმით, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე.
“ყველა ქალაქი ერთ ბრძოლაში ვართ, ვუპირისპირდებით რეჟიმს, სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს. ამ ბრძოლას ყოველდღიურად გავაგრძელებთ, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვედით და ყველა ქალაქში პროტესტია. მთელი საქართველო ჩართულია ამ ბრძოლაში და სამართლიანობა გამარჯვებს”, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია