აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს“, რადგან მათი თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპას საბოლოოდ აშორებს.
„ოცნებამ“ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე დაგვიწყო საუბარი. უკვე ცხადია საითაც მიჰყავთ პროცესები. ქვეყანაში ავტორიტარიზმია და უნდა ვებრძოლოთ. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები 142-ე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს