“სოლიდარობა ყველა ჩაგრულს, ხალხი ითხოვს სამართალს”, – ამ შეძახილებით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები 76-ე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან და პროტესტს აგრძელებენ, მთავარი მოთხოვნით, ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, ასევე, დროულად გათავისუფლდნენ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულები.
“საქართველო ადექი, აჯანყდი! ცეცხლი ოლიგარქიას! ადამიანები ციხეში იმყოფებიან უსამართლოდ, ისინი რეჟიმის პატიმრები არიან. ამ ხელისუფლებას მაინც მოუწევს ძალაუფლების დათმობა, ხალხი არ ჩერდება, არ შერჩებათ ჩვენი ევროპული მომავლის ჩახშობა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები იმყოფებიან.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/i13ncb6idwuyz2n-qPrn6i-1-300x187.png)