აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეები, მარშის შემდეგ დაბრუნდნენ და პროტესტს აგრძელებენ

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეები, მარშის შემდეგ დაბრუნდნენ და პროტესტს აგრძელებენ.
ისმის შეძახილები “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
“80 დღეა ქუჩაში ვართ და ხელისუფლებას ვთხოვთ, ხელახლა დანიშნოს საპარლამენტო . გათავისუფლდნენ პატიმრები, რომლებიც რეჟიმმა უკანონოდ დააკავა. საქართველოს ევროპულ გზას ვერავინ შეცვლის”, – აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.
აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებიც იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ