აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებოდა სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორივე სახელმწიფოსთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკაა სავაჭრო, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.
შეხვედრის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილმა ელჩს აჭარის ტურისტული პოტენციალი გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონი მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრია.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს