აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით, FERRANDI -ის სკოლასთან თანამშრომლობა იგეგმება

აჭარაში სერვისის განვითარების მიზნით , FERRANDI Paris-ის უმაღლესს სკოლასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პარიზის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის პრესტიჟულ სკოლასთან თანამშრომლობით, რეგიონში სექტორის წარმომადგენლებისთვის სპეციალური სატრენინგო-სასწავლო პროგრამების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები განიხილება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი FERRANDI – ის აკადემიის მუშაობის პრინციპებს, სასწავლო პროგრამებსა და პრაქტიკულ ლექციებს პარიზსა და დიჟონში დელეგაციის წევრებთან ერთად გაეცნო.
შეხვედრებს ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, FERRANDI Paris-ის აკადემიისა და პარიზის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებთან ერთად, საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული კოლეჯის “ბლექ სი” და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის მენეჯმენტი ესწრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ