აჭარას 100-ზე მეტი ჟურნალისტი და ინფლუენსერი სტუმრობდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს არაბი და პოლონელი ინფლუენსერები სტუმრობდნენ. მედიატურის მონაწილეებმა პეტრასა და გონიოს ციხეები, ს ბოტანიკური ბაღი, მთიანი აჭარა და ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებმა კაპნისთავის კანიონიც დალაშქრეს და მთიან აჭარაში მდებარე კოტეჯებს ესტუმრნენ. რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მოგზაურები ინსტაგრამის, ტიკტოკის, ფეისბუკისა და ლინკდინის მეშვეობით ასიათასობით გამომწერს უზიარებდნენ.
წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 100-ზე მეტი ინფლუენსერი და ჟურნალისტი სტუმრობდა 15-მდე სამიზნე ქვეყნიდან. მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთი, , იტალია, , არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, , ლატვია და ლიეტუვა. რეგიონის პოპულარიზაციას უცხოელი ჟურნალისტების მეშვეობით უწყება წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს.