აწ უკვე ყოფილი ელჩი პოლიტიკურ ღვარძლს ვერ მალავს, ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს ქართული ინტერესებით მოქმედებას ან მის მიერ წერილის შინაარსის გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და თუ ასეა, უმჯობესი იქნება, ახალი თარჯიმანი დაიქირავოს

აწ უკვე ყოფილი ელჩი პოლიტიკურ ღვარძლს ვერ მალავს, ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს ქართული ინტერესებით მოქმედებას ან მის მიერ წერილის შინაარსის გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და თუ ასეა, უმჯობესი იქნება, ახალი თარჯიმანი დაიქირავოს
ბიძინა ივანიშვილის საქმეში გამოხატული ეროვნული განწყობა რა თქმა უნდა დანიგანმა ვერ გაიგო და თავისი შინაარსით გადათარგმნა.
მან მიიჩნია, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება და მან ეს ერთ ერთ ინტერვიუში ახლაც გაიმეორა, – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, -ის ყოფილი ელჩის, რობინ დანიგანის ინტერვიუს “რადიო თავისუფლებასთან”, რომელშიც მან აღნიშნა: “შემიძლია ვივარაუდო, რომ ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს.”
მეგრელიშვილის განცხადებით, ყოფილი ელჩი პოლიტიკურ ღვარძლს ვერ მალავს და ივანიშვილს ქართული ინტერესებით მოქმედებას ვერ პატიობს, ხოლო, თუ მისი გზავნილის გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, მეგრელიშვილი დანიგანს ახალი თარჯიმნის დაქირავებას ურჩევს.
“ალბათ ყველას გახსოვთ რობინ დანიგანის განაცხადება სადაც ის აღნიშნავდა, რომ მას სურდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა და მან ამ შეხვედრაზე უარი მიიღო.
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან შეხვედრაზე უარი დასაბუთებული იყო.
კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა, მას განუცხადა, რომ ის სანქცირებულია შესაბამისად შეხვედრა სრულიად კონტრპროდუქტიული იქნებოდა, რამეთუ შესაძლოა წარმოქმნილიყო განცდა რომ ის რაიმე ნაბიჯს გადადგმდა საკუთარი, პირადი საკითხის გამო.
სწორედ ამის გამოსარიცხად საპატიო თავმჯდომარემ მაშინ საქართველოს ინტერესებით იმოქმედა და მისი ამ ნაბიჯით დაადასტურა რომ მისთვის, ისევე როგორც გუნდისთვის ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არაფერი დგას და სანქციების პირობებში შეხვედრა არ იქნებოდა სწორი და მართებული.
ბიძინა ივანიშვილის საქმეში გამოხატული ეროვნული განწყობა რა თქმა უნდა დანიგანმა ვერ გაიგო და თავისი შინაარსით გადათარგმნა.
მან მიიჩნია, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება და მან ეს ერთ ერთ ინტერვიუში ახლაც გაიმეორა.
აწ უკვე ყოფილი ელჩი პოლიტიკურ ღვარძლს ვერ მალავს, ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს ქართული ინტერესებით მოქმედებას ან მის მიერ წერილის შინაარსის გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. იქნებ დაფიქრდეს და თუ ასეა უმჯობესი იქნება, მან ახალი თარჯიმანი დაიქირავოს.” – წერს Facebook-ზე.
Previous: შეგნებულად არ დათანხმდა რობინ დანიგანთან შეხვედრას, რადგან ის იყო სანქცირებული და არ სურდა მასთან სანქციების თემით ვაჭრობა მომხდარიყო, არ სურდა რაიმე ნაბიჯი პირადი ინტერესის გამო გადაედგა, რადგან მისთვის ამოსავალ წერტილს სამშობლო წარმოადგენს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს