აშშ ჩინურ ბანკებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან, სანქციებით ემუქრება

-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, ჩინური ბანკები და ექსპორტიორები გააფრთხილა, რუსეთს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში არ დაეხმარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციების დაწესებით დაემუქრა.
„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კომპანიებმა, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მყოფმა კომპანიებმა, არ უნდა უზრუნველყონ ს ომის მატერიალური მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან. მე განვაცხადე, რომ ნებისმიერი ბანკი, რომელიც ხელს უწყობს მნიშვნელოვან ტრანზაქციებს, რომლებსაც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების საქონლის რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაზე მიაქვს, აშშ-ის სანქციების რისკის ქვეშაა“, – აღნიშნა ჯანეტ იელენმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩინეთში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: 50 კაცზეა ახლა დაყრდნობილი “რობოკოპების” სისტემა, დანარჩენი უარს ამბობს უკანონო დავალებების შესრულებაზე – ივანიშვილს ვეუბნები: ყველა ინფორმაციას დეტალურად გვაწვდიან მის გარშემო მყოფი ადამიანები