აშშ, ჩინეთი, ყაზახეთი – ბიტკოინის TOP-მაინერი ქვეყნების რეიტინგი

ენერგიის მოცულობა, რომელსაც ბიტკოინის მაინერები ყოველწლიურად მოიხმარენ კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად 348 ტერავატი/საათია.
გამოთვლითი სიმძლავრის, ანუ ჰეშრეიტის მიხედვით, გლობალურ რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელზედაც საერთო სიმძლავრის 37.8% მოდის.
რეიტინგში მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს და მასზე გლობალური სიმძლავრის 21.1% მოდის. დაახლოებით 5 წლის წინ, ჩინეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 75%-ს აღწევდა, თუმცა მას შემდეგ ქვეყნის მთავრობამ მაინინგი აკრძალა, რის გამოც მსხვილმა კრიპტოკომპანიებმა ჩინეთში ფუნქციონირება შეწყვიტეს.
სახელმწიფოებს შორის მესამე ადგილს ყაზახეთი იკავებს, რომელზედაც გლობალური ჰეშრეიტის 13.2% მოდის. რეიტინგში ყაზახეთის დაწინაურება ქვეყანაში ჩინური მაინინგ კომპანიების გადასვლით და ხელსაყრელი პირობებით არის განპირობებული.
ბიტკოინის მაინინგის მიმართულებით ქვეყნების ტოპ ათეული ასეთია:
1. – 37.8% (ჰეშრეიტი);
2. ჩინეთი – 21.1% (ჰეშრეიტი);
3. ყაზახეთი – 13.2% (ჰეშრეიტი);
4. კანადა – 6.5% (ჰეშრეიტი);
5. – 4.7% (ჰეშრეიტი);
6. გერმანია – 3.1% (ჰეშრეიტი);
7. მალაიზია – 2.5% (ჰეშრეიტი);
8. ირლანდია – 2.0% (ჰეშრეიტი);
9. სინგაპური – 2.0% (ჰეშრეიტი);
10. ტაილანდი – 1.0% (ჰეშრეიტი);
დანარჩენი მსოფლიო – 6.3% (ჰეშრეიტი).

ასევე დაგაინტერესებთ