აშშ შორი მოქმედების რაკეტებით უკრაინის მომარაგებაზე მუშაობს

-ის პრეზიდენტის ს ადმინისტრაცია უკრაინის შორი მოქმედების ATACMS-ის რაკეტებით უზრუნველყოფაზე მუშაობს. ამის შესახებ ტელეარხ NBC News-ი ორი ამერიკელი ჩინოვნიკის მითითებით იუწყება.

გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა დაიწყო უკრაინის ATACMS-ს საშუალო რადიუსის რაკეტებით მომარაგება. ტელეარხის თანამოსაუბრეების თქმით, ამჟამად შეერთებული შტატები ესწრაფვის კიევს მიაწოდოს გრძელვადიანი რაკეტები, რომლებიც ს საშუალებას მისცემს უფრო მანძილზე გაანადგუროს სამიზნე ანექსირებული ს ტერიტორიაზე.

თუმცა, როგორც NBC News აღნიშნავს, უკრაინისთვის ამ ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდების დაფინანსების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. გასულ კვირას აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის, სა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. მაგრამ გაურკვეველია, დაამტკიცებს თუ არა ამ კანონპროექტს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა NBC News-ს განუცხადეს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ATACMS-ის რაკეტების შეზღუდული მარაგი და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პენტაგონმა ისინი უკრაინას გაუგზავნოს, თუ არ გამოიყოფა თანხები არსებული მარაგების შესავსებად.
· აშშ-ის სენატმა 13 თებერვალს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებით თავდაცვის ხარჯებს, მათ შორის, 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთვის. მოგვიანებით, ბაიდენმა მოუწოდა წარმომადგენელთა პალატას, “დაუყოვნებლივ” განეხილა დოკუმენტი. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ნებისმიერი პაკეტი უნდა შეიცავდეს ასევე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას აშშ-ის საზღვარზე მექსიკასთან.
· 18 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კვლავ მოუწოდა კონგრესს, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს კანონპროექტი ხარჯების შესახებ, რომელიც შეიცავს უკრაინისთვის შემდგომ დახმარებას. ჯო ბაიდენი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის დაკავებას ს ჯარის მიერ უკავშირებს კონგრესის უმოქმედობას, რომელშიც პარტიული უთანხმოებები ხელს უშლის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას კიევისთვის აუცილებელ სამხედრო დახმარებისთვის

ასევე დაგაინტერესებთ