აშშ-ში უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა გაიარა წვრთნა გამანადგურებელ F-16-ზე

-ში, არიზონის სამხედრო ბაზაზე, უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა დაასრულა სწავლება F-16 გამანადგურებლებზე. ამის შესახებ Politico-ს შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების სპიკერმა ერინ გუნიგანმა უთხრა.
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თანახმად, პილოტებმა მომზადება ტუსონში, საჰაერო ეროვნული გვარდიის 162-ე ბაზაზე გაიარეს. “უსაფრთხოების მიზეზების გამო” სპიკერმა არ დაასახელა მფრინავების ზუსტი რაოდენობა ან ტრენინგის დასრულების ვადა.
Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი პილოტები დამატებითი მომზადების გასავლელად ამჟამად ევროპაში მიემგზავრებიან.
22 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების (AFU) სპიკერმა ილია იევლაშმა უკრაინის ტელემარათონში განაცხადა, რომ გამანადგურებელ F-16-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების პირველმა ჯგუფმა უკვე დაიწყო დაბრუნება ში.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, 2023 წელს მ და ნიდერლანდმა გადაწყვიტეს, უკრაინას გადასცენ 60-მდე F-16.
The New York Times-ის თანახმად, კიევმა უნდა მიიღოს 45 ცალი F-16 გამანადგურებელი დანიიდან, ნიდერლანდიდან, ნორვეგიიდან და ბელგიიდან მას შემდეგ, რაც უკრაინელი მფრინავები დაასრულებენ მომზადებას. 2024 წლის მარტში გაზეთმა აღნიშნა, რომ 2024 წლის ზაფხულისთვის 12 უკრაინელი მფრინავი მზად იქნებოდა F-16-ით ფრენისთვის, თუმცა იმ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში მხოლოდ ექვსი F-16 იქნება.
General Dynamics F-16 Fighting Falcon – ასე ჰქვია ამერიკული წარმოების ერთძრავიან მრავალფუნქციურ გამანადგურებელს. თუ ძველი თაობის საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავებს მხოლოდ ერთი – ან ბომბდამშენის, ან გამანადგურებლის ფუნქციის შესრულება შეეძლოთ, ამ მხრივ ამერიკული F-16 უნივერსალურია: მას შეუძლია სხვადასხვა ამოცანის შესრულება და როგორც „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის, ისე „ჰაერი-მიწის“ კლასის რაკეტები აქვს შეიარაღებაში. ამჟამად F-16-ები მრავალი ქვეყნის შეიარაღებაში იმყოფება, ხოლო 2023 წლისათვის მთელ მსოფლიოში ამ ტიპის 2200 აქტიური გამანადგურებელი აღირიცხა
გამანადგურებელ F-16-ის ყველაზე დიდი პარკი აქვს აშშ-ს, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინას F-16 AM Block 20 MLU-ებს გადასცემს. ამ მოდიფიკაციის თვითმფრინავები შეიარაღებაში აქვთ დანიას, ბელგიას, ნორვეგიასა და ნიდერლანდს. F-16-ის ამ ვერსიამ ღრმა შიდა მოდერნიზება განიცადა და პრაქტიკულად ყველა მახასიათებლით, გარდა გარეგნული იერისა და რადარისა, ყველაზე უფრო თანამედროვე მოდიფიკაციას, F-16C/D Block 50/52-ს შეესაბამება.

ასევე დაგაინტერესებთ