აშშ-ში ტორნადოს და ქარიშხალს 15 ადამიანი ემსხვერპლა

-ის ცენტრალური ნაწილის ოთხ შტატში ტორნადოსა და ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, შვიდი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ ტეხასში, ხუთი არკანზასში, ორი ოკლაჰომაში და ერთი კენტუკიში, ამასთან დაშავდა ათობით მოქალაქე. დაღუპულებს შორის 2 და 5 წლის ბავშვებიც არიან.
სტიქიის შედეგად განადგურდა სახლები, სატვირთო და მსუბუქი მანქანები, გზები. დაახლოებით 470 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, ქარიშხლის სისტემამ აღმოსავლეთისკენ დაიწყო მოძრაობა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯივიპის” აქტივების მართვის დირექტორი – წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება – ჩაირთვება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი