აშშ-ში, სუპერ ბოულის აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა

-ის მისურის შტატის კანზას-სიტიში, სუპერ ბოულში Kansas City Chiefs-ის გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 9 ბავშვია.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით 3 ეჭვმიტანილი დააკავეს.
CBS News-ს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ სროლა, სავარაუდოდ, კამათს მოჰყვა, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. წყაროს თქმით, მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება.
ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მტკიცებულებების შეგროვება სროლის მოტივის დასადგენად.