American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა, – ინფორმაციას CNN-ი ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასა და თავდაცვის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, შეჯახება ვაშინგტონის რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს მოხდა, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს მიუახლოვდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, მდინარე პოტომაკში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
American Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა და ის რეისს ვიჩიტადან, კანზასიდან ასრულებდა.